Thumbnail
  • ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ პოლ პოგბა იუნაიტედში დარჩება
  • ფრანგმა ნახევარმცველმა ვარჯიში მალე უნდა დაიწყოს

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბა ‘ოლდ ტრაფორდზე’ დარჩება. როგორც იცით, 26 წლის ფრანგი ნახევარმცველის გადაბირებას მადრიდის რეალი ცდილობს.

შაბათს, პოგბამ მილანთან ტესტ-მატჩში ზურგის ტრავმის გამო ვერ ითამაშა. “მომდევნო კვირის დასაწყისში პოლი ვარჯიშს დაიწყებს. მას მცირე ტკივილი ჰქონდა და არ გავრისკეთ. წესით, მომდევნო უქმეებზე, ჩელსისთან უნდა ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, რომ პოლი ჩვენთან დარჩება.” - განაცხადა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ პოგბამ ცოტა ხნის წინ თვითონ გამოთქვა იუნაიტედიდან წასვლის სურვილი. მან აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევისთვის მზადაა. ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედში 2016 წელს, ტურინის იუვენტუსიდან გადავიდა. ინგლისურმა გრანდმა მის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები