Thumbnail

'ის ხომ NBA-ში საუკეთესოა, ახლა კი ჩემი გუნდელია' - ბითაძე მაილს ტერნერზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გოგა ბითაძე და ინდიანას სასტარტო ცენტრი მაილს ტერნერი ერთად ვარჯიშობენ
  • გოგა ამბობს, რომ ამერიკაში ცხოვრებას იოლად შეეგუა

The Athletic-თან ინტერვიუში გოგა ბითაძემ აღნიშნა, რომ მისთვის ინდიანა პეისერსის სასტარტო ცენტრ მაილს ტერნერთან ერთად ვარჯიში ბევრს ნიშნავს. 

"საოცარია. ის გასულ სეზონში NBA-ში საუკეთესო დამფარებელი იყო - სეზონში ყველაზე მეტი ბლოკი მიითვალა. ამიტომაც არის საოცარი მასთან ერთად ვარჯიში, ეს დიდი პატივია ჩემთვის. ახლა კი ის ჩემი თანაგუნდელია". 

23 წლის მაილს ტერნერი ინდიანამ 2015 წლის დრაფტის მე-11 ნომრად (გოგა წელს მე-18 ნომრად აიყვანეს) აირჩია. გასულ სეზონში ის საშუალოდ 2.7 ბლოკს აკეთებდა თამაშში. 

ClutchPoints წერს, რომ მთელი ზაფხულია ბითაძე, რაც ინდიანაპოლისშია გულმოდგინედ შრომობს, რადგან მისგან ბევრს ელიან ახალ სეზონში. 20 წლის ქართველი ამბობს, რომ ინდიანა პეისერსის ხელმძღვანელობის წყალობით, ის მალევე შეეგუა ამერიკულ ცხოვრებას. 

გოგა ამბობს, რომ უკვე ერთი-ორი საიდუმლოც შეისწავლა მაილსისგან, რომელიც NBA-ში გაუადვილებს თამაშს. "როგორც ჩანს, მაილსიც დიდ ყურადრებას აქცევს ქართველ ახალბედას. ბლოკების ჩემპიონს, კიდევ ერთი ამ კომპონენტში ძლიერი მოთამაშე ემატება, ასე რომ, ინდიანაში მთელი სეზონის განმავლობაში ეფექტური დაფარებები არ მოაკლდებათ ფანებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები