Thumbnail

U 17 | სპორტის სასახლეში ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 19:28 ლიეტუვა
  • შემდეგი მეტოქე ფინეთია

დღეს საზეიმოდ გაიხსნა ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი (U17), რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 11 აგვისტომდე გაგრძელდება. 

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში თამაშობს და პირველ დაპირისპირებაში ლიეტუვას გოგონათა ნაკრებთან 19:28 დამარცხდა. 

Highlights | LTU VS GEO

Highlights | Lithuania 🇱🇹 28 - 19 🇬🇪 Georgia Group B, Aug 03 🤾‍♀️ #W17EHf

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on შაბათი, 03 აგვისტო, 2019

პირველ ტაიმში ლიეტუველთა უპირატესობა მცირე იყო, მასპინძლები ხანდხან 1 ბურთამდეც ამცირებდნენ სხვაობას. ტაიმი 10:13 მორჩა. ხატია ჯიქურაშვილის კარგი თამაშის წყალობით, მეორე ტაიმის პირველ ხუთ წუთში საქართველოს ნაკრების გოლი არ გაუშვია, მაგრამ ვერც გაიტანა. ამის შემდეგ კი ლიეტუვას უპირატესობა შესამჩნევი გახდა, რაც ანგარიშშიც აისახა. ანა ჩხაიძის ანგარიშზე 7 გოლია. 

საქართველო-ლიეტუვა

ინა ჭკუასელი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "გოგონებმა სწორად ვერ ითამაშეს. ისინი ფსიქოლოგიურად გატყდნენ ჯგერენაიას ტრავმის შემდეგ. მეტოქემ კარგად ითამაშა, ეპიზოდებში მას პრობლემები შევუქმენით, მაგრამ წარმატებისთვის მეტი იყო საჭირო". 

უკრაინამ საბერძნეთს 19:18 მოუგო, სერბეთმა კი ფარერის კუნძულების ნაკრები 30:26 დაამარცხა. ამ წუთებში შვეიცარიისა და ლატვიის ნაკრებების თამაში მიმდინარეობს. 

4 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება, თამაში 16:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები