Thumbnail

რუსებმა საქართველოს ნაკრების ღირსეული შემცვლელი ვერ იპოვეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 12 აგვისტო: რუსეთი V რუსეთის პრემიერლიგის ნაკრები
  • რუსეთი ამ მატჩით იტალიასთან შეხვედრისთვის მოემზადება

12 აგვისტოს რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის პრემიერლიგის ნაკრებს შეხვდება, რომელიც სლავას, პადმასკოვიესა და ყუბანის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

რუსები 17 აგვისტოს იტალიის ნაკრებთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადებიან. გარდა ამისა, რუსეთმა 27 აგვისტოს საქართველოსთან თამაშის გამართვაზე უარი თქვა და აღმოჩნდა, რომ ამ დღისთვის მეტოქეც ვერ იპოვა.

შესაბამისად, რუსეთის პრემიერლიგის ნაკრებთან გასამართი მატჩი საქართველოსთან ჩაშლილი შეხვედრის შემცვლელი უნდა იყოს, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ რუსებისთვის მსოფლიოს თასამდე ''ბორჯღალოსნებთან'' თამაში უფრო დიდი გამოცდილება იქნებოდა, ვიდრე რუსეთის პრემიერლიგის ნაკრებთან ჩასატარებელი შეხვედრაა.

რუსები საქართველოში ჩამოსვლაზე პოლიტიკური მიზეზების გამო უარს აცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ შესაძლოა, მათი მორაგბეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.

კომენტარები

ბოლო ამბები