Thumbnail
  • 2019 წლის სარაგბო მსოფლიოს თასს იაპონია მასპინძლობს
  • RUGBY PASS-მა საქართველოდან გურამ გოგიჩაშვილი გამოარჩია

იაპონიის მსოფლიოს თასის დაწყებამდე თვენახევარზე მეტი რჩება. ტურნირი 22 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.

ბრიტანულმა ონლაინგამოცემამ, RUGBY PASS-მა მსოფლიოს თასზე მოასპარეზე 20 ნაკრებიდან TOP 15 ქვეყანა შეარჩია და ამ ქვეყნებიდან თითო მორაგბის არჩევით, მსოფლიოს თასის დაწყებამდე, სიმბოლური ნაკრები დააკომპლექტა.

საქართველოს ნაკრებიდან RUGBY PASS-მა გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი) გამოარჩია. მათ საკუთარ სიმბოლურში ნაკრებში გოგიჩაშვილი პირველ ნომერზე დააყენეს. გურამ გოგიჩაშვილის კარიერა ძალიან სწრაფად განვითარდა. ის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი მორაგბეა.

გურამი რასინგში თბილისის ლოკომოტივიდან გადავიდა და ფრანგულ კლუბში უკვე 19 მატჩის ჩატარება მოასწრო.

One player from each of the top 15 ranked teams in the Rugby World Cup...

Posted by RugbyPass on პარასკევი, 02 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები