Thumbnail

U18 | მძიმე მარცხი პოლონეთთან - საქართველო ელიტაში ვერ გადავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 44:67 პოლონეთი
  • საქართველო მე-5 ადგილისთვის მატჩზე გადაერთო

რუმინეთში გრძელდება 18-წლამდელ კალათბურთელთა ევრობასკეტი (B დივიზიონი). B ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალში გავიდა, სადაც პოლონეთთან 23-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 44:67. 

ასე რომ, საქართველოს ნაკრები მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და ელიტის საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა. 

რატი ანდრონიკაშვილმა 30 წუთში 19 ქულა ჩააგდო, 6-ჯერ მოხსნა ბურთი, 5 ჩაჭრა და 2 ასისტი მიითვალა, მაგრამ მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. ალექსანდრე მერკვილაძის ანგარიშზე 8 ქულაა. გუნდისთვის დიდი დანაკლისია 216 სმ სიმაღლის ცენტრის, საბა გიგიბერიას გამოკლება, რომელმაც მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა, ახლა კი ტრავმირებულია. პოლონელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს, ქართველებმა კი მხოლოდ 3 (22 ცდიდან!).

შემდეგ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე პორტუგალია-ჩეხეთის დამარცხებული იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები