Thumbnail

4,75 მილიონი დოლარი! რეკორდული ჯეკპოტი ქალთა ჩოგბურთში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • წლის ბოლოს, WTA-ს სეზონის ფინალი ჩინეთში გაიმართება
  • გამარჯვებულს შეუძლია, სარეკორდო ჯეკპოტი მოიგოს

WTA-ს სეზონის ფინალი, რომელიც ჩინეთში, კონკრეტულად კი შენჯენში გაიმართება, ფულადი ჯილდოს თვალსაზრისით ყველა რეკორდს მოხსნის. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული ტურნირს (27 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე) წაუგებლად დაასრულებს, 4,75 მილიონ დოლარს მიიღებს!

შარშანდელი გამარჯვებული სვიტოლინა

ჩოგბურთის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი ფულადი ჯილდოა. შედარებისთვის: 2018 წელს, ალექსანდერ ზვერევმა ATP-ს სეზონის ფინალის მოგებისთვის “მხოლოდ” 2,71 მილიონი დოლარი მიიღო.

WTA Tour-ის შეფი სტივ საიმონი მიიჩნევს, რომ ეს ქალთა ჩოგბურთის დაფასება და თანასწორობის გამოვლინებაა. “5 წელი ვიბრძოდით იმისათვის, რომ ქალთა ჩოგბურთშიც ისეთივე პრემიები ყოფილიყო, როგორიც მამაკაცების ჩოგბურთშია,” - აცხადებს საიმონი.

წლის შემაჯამებელი ტურნირი 2028 წლამდე ჩინეთში ჩატარდება. ჯამში, საპრიზო ფონდი 14 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელ საპრიზო ფონდს ორჯერ აღემატება. შეგახსენებთ, რომ შარშან WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი უკრაინელმა იელენა სვიტოლინამ მოიგო და 2,66 მილიონი დოლარი დაიმსახურა.

იმ შემთხვევაში, თუ შენჯენში გამარჯვებული ორ მატჩს წააგებს, მაინც ძალიან დიდ თანხას, 4,115 მილიონ დოლარს გადასცემენ, ერთი მატჩის წაგების შემთხვევაში კი - 4,42 მილიონს.

კომენტარები

ბოლო ამბები