Thumbnail
  • დინამო თბილისის მწვრთნელის პრესკონფერენცია გაბალასთან მატჩის შემდეგ
  • ფელის ვისენტემ და ხოსე პერალესმა მედიის კითხვეს უპასუხეს
  • დინამო მომდევნო ეტაპზე როტერდამის ფეიენოორდს შეხვდება

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, დინამო თბილისმა აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ფელის ვისენტეს გუნდი მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს, როტერდამის ფეიენოორდს შეხვდება. დინამომ 2 მატჩის ჯამში მეტოქე 5:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, დინამოს მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და თბილისელთა მეკარემ ხოსე პერალესმა მატჩი შეაფასეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.

ფელის ვისენტე (დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი)

"დიდი მადლობა ყველას. შესვენებაზე განსაკუთრებული არაფერი გვითქვამს. ჩვენ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ და კარი მშრალად შევინახეთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფეიენოორდთანაც კარგად ვითამაშოთ. 4 თამაშში არ გავუშვით გოლი, რაც სწორი მუშაობის შედეგია. შენგელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გაბალასთან მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა!

მადლობა ყველა გულშემატკივარს! იაშვილის ტრავმის სიმძიმეს 2 დღეში დავადგენთ. ვეცდებით, რომ ლოკომოტივთან საბრძოლო შემადგენლობა გავიყვანოთ, რადგანაც ვიცით, რომ ძალიან კარგ ფორმაშია. კარიკარი ბევრს ვარჯიშობს და იმედია, რომ მალე ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება. ყველა მოთამაშე ფეიენოორდთან მატჩს ელის და ყველა ბოლომდე დაიხარჯება."

ხოსე პერალესი (დინამო თბილისის მეკარე)

'კარში მე ვარ და გოლს ფეიენოორდთანაც არ გავუშვებ. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ. ფეიენოორდი ძლიერი გუნდია და ბოლომდე ბრძოლა დაგვჭირდება.

ბურთი ყოველთვის სწრაფად შემყავს თამაშში. ერთია, რომ ამ კომპონენტზე ვმუშაობ და მეორე ის არის, რომ ფელისიც და ჩისკოც თამაშის სწრაფად განახლებას მთხოვენ.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები