Thumbnail

'გრანდებისთვის მზად ვიქნებით' - სად ემზადებიან ბორჯღალოსნები მსოფლიოს თასისთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რა პირობებში ვარჯიშობს საქართველოს ნაკრები
  • მილტონ ჰეიგის მადლობა სამხრეთაფრიკელებისადმი

იაპონიაში რაგბის მსოფლიოს თასის დაწყებამდე ზუსტად 50 დღე რჩება. საქართველოს ნაკრები თურქეთში, ბელეკის კომპლექსს "გლორიაში" ვარჯიშობს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა კმაყოფილება გამოთქვა მზადების პირობებით თურქეთში. 

მილტონ ჰეიგი

"მზადებით და ჩვენი პროგრესით კმაყოფილი ვარ. ბიჭები უკანასკნელი 6 კვირის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ და კარგ ფორმაში იმყოფებიან. დაძაბული სამუშაო პერიოდი მორაგბეებისთვის ფიზიკურად რთული იყო, თუმცა ყველას ესმის, რომ ასე უნდა იყოს, თუ გვსურს იაპონიაში განსაკუთრებული მსოფლიო თასი გვქონდეს. 

სპორტკომპლექსი "გლორია" ერთ-ერთი საუკეთესოა მაღალ დონეზე მოსამზადებლად. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ის საქართველოსთან ასე ახლოსაა. მოედნებსა თუ დარბაზებში ყველაფერია მსოფლიო დონის ვარჯიშების ჩასატარებლად და ასეთი მაღალი დონის სავარჯიშო პირობები უფრო მეტი მუშაობისკენ გვიბიძგებს. ჩვენ ამ პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებთ".

კინგსი - იდეალური მეტოქე

ახლახან ცნობილი გახდა, რომ 27 აგვისტოს რუსეთის ნაკრების ნაცვლად სამხრეთაფრიკული გუნდი საუზერნ კინგსი გვეწვევა. ჰეიგი ამ არჩევნითაც ძალზე კმაყოფილია.

"დიდი მადლობა კინგსს, რომელიც თბილისში სათამაშოდ ჩამოსვლას დათანხმდა. ადრე ეს გუნდი ზე რაგბში თამაშობდა, ახლა კი პრო 14-ში რეგულარულად ხვდება ისეთ გუნდებს, როგორებიც ლენსთერი და მანსთერი არიან. შოტლანდიელებთან შეხვედრებამდე, ის ჩვენთვის იდეალური მოწინააღმდეგე იქნება", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა. 

გრანდებთან მზად უნდა ვიყოთ

"მსოფლიო თასამდე გასამართი მატჩები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ როგორ უნდა ვითამაშოთ იაპონიაში. ჩვენ გვექნება ახალი ვარიანტები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ამ სამი თამაშის შემდეგ, ჩვენი სისტემა, ტაქტიკა და მოთამაშეები მზად იქნებიან პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან სათამაშოდ", - ამბობს "ბორჯღალოსნების" თავკაცი. 

შეგახსენებთ, რომ რიგით მე-9 მსოფლიოს თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრებს პირველი მატჩი ტოიოტა სიტიში უელსის ნაკრების წინააღმდეგ 23 სექტემბერს ექნება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს B ჯგუფს?

  • ახალი ზელანდია
  • სამხრეთ აფრიკა
  • იტალია
  • ნამიბია
  • კანადა

კომენტარები

ბოლო ამბები