Thumbnail
  • ბითაძე მაილს ტერნერთან და ტი ჯეი მაკონელთან ერთად
  • პეისერსი წინასასეზონო კემპს 20 კალათბურთელით ხვდება, 5 ზედმეტია

მას მერე, რაც 31 ივლისს ინდიანა პეისერსმა ორმხრივი ხელშეკრულება გააფორმა მცველ ნაზ მიტრუ-ლონგთან, გოგა ბითაძის გუნდის შემადგენლობა 20 კალათბურთელამდე გაიზარდა. სწორედ 20 კალათბურთელით გახსნის ინდიანა პეისერსი სეზონის წინა კემპს. 

ინდიანა პეისერსი 2019/20

გამთამაშებელი: მელკომ ბროგდონი, აარონ ჰოლიდეი, ტი ჯეი მაკონელი

მსროლელი: ვიქტორ ოლადიპო, ჯერემი ლემბი, ედმონდ სამერი

ფორვარდი: ტი ჯეი უორენი, დაგ მაკდერმოტი, ჯასტინ ჰოლიდეი, ჯეიკარ სემპსონი

მძიმე ფორვარდი: დომანტას საბონისი, ტი ჯეი ლიფი, ალიზ ჯონსონი

ცენტრი: მაილს ტერნერი, გოგა ბითაძე

კალათბურთელები ორმხრივი კონტრაქტით: ბრაიენ ბოუენ II, ნაზ მიტრუ-ლონგი

მიწვეული მოთამაშეები: სი ჯეი უილკოკსი, ჯეიკინენ განტი, ამიდა ბრიმა

გასული სეზონის გუნდიდან ინდიანაში მხოლოდ 7 კალათბურთელი რჩება (ა. ჰოლიდეი, ოლადიპო, სამნერი, მაკდერმოტი, საბონისი, ჯონსონი და ტერნერი). გუნდში სი ჯეი უილკოკსიც ირიცხებოდა, მაგრამ მას წუთიც არ უთამაშია.

მაკონელი და გოგა

"დრაფტზე ინდიანამ ერთადერთი მოთამაშე დაიმატა - გოგა ბითაძე, თუმცა სწორედ, მისმა აყვანამ განსაზღვრა ყველა ტრეიდი, რაც კლუბმა განახორციელა ამ ზაფხულს. გოგას მისვლით გადაწყდა, რომ ტერნერი და საბონისი სასტარტო ხუთეულში ერთად ითამაშებენ. რასაც თადეუს იანგის გაშვება და დომინოს ეფექტით ახალი ხალხის მოსვლა მოყვა", - წერს 8 Points, 9 Seconds.

ტერნერი, ბითაძე და მაკონელი ინდიანა ფივერის თამაშზე

ახლა უახლოეს თვეებში ინდიანას განაცხადა უნდა დავიდეს 15 კალათბურთელამდე, ოცეულიდან 5 ზედმეტია. 

ამასობაში გოგა ბითაძე ინდიანაპოლისში ინდიანა ფივერის, WNBA-ს გუნდის თამაშს დაესწრო ატლანტა დრიმთან, რომელიც ინდიანას ქალთა გუნდმა 61:59 მოიგო. გოგასთან ერთად თამაშს ინდიანას ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი და სათადარიგო გამთამაშებელი ტი ჯეი მაკონელი დაესწრნენ.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები