Thumbnail

ინა ჭკუასელი: გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 3-დან 11 აგვისტომდე ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
  • თბილისის სპორტის სასახლეში 17-წლამდე გოგონების 10 ნაკრები ითამაშებს

3 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა შორის ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეები ლატვია, ფინეთი, ლიეტუვა და შვეიცარია იქნებიან.

საქართველოს ნაკრები გახსნით შეხვედრას 3 აგვისტოს ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 16:30-საათზე დაიწყება. ქართველი ხელბურთელი გოგონების პირველი მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე ლიეტუვას ნაკრები იქნება. ევროპის ჩემპიონატსა და საქართველოს ნაკრების შანსებზე 17-წლამდელ გოგონათა მწვრთნელი, ინა ჭკუასელი საუბრობს.

რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა და რამდენად დაეხმარება ეს ტურნირი ხელბურთის განვითარებას საქართველოში?

ინა ჭკუასელი: ხელბურთი ევროპაში ძალიან პოპულარული სპორტია და ვფიქრობ, ეს ჩემპიონატი დაგვეხმარება ქალთა ხელბურთის პოპულარიზაციაში. ჩვენთვის, როგორც მასპინძელი გუნდისთვის, ამ ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი პატივია, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში, ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშეების განვითარებისა და სათამაშო დონის ასამაღლებლად.

როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების შანსებს?

ინა ჭკუასელი: საქართველოს ნაკრები თითოეული მატჩისთვის მაქსიმუმს გაიღებს. გულშემატკივარს მოედანზე ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით, რაც დადებით შედეგამდე მიგვიყვანს.

როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა პერიოდმა, რამდენად კმაყოფილი ხართ?

ინა ჭკუასელი: ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე მოვახერხეთ და ამ ასაკის ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ. გარკვეული პერიოდი საბერძნეთიდან მოწვეული მწვრთნელები გვეხმარებოდნენ. ერთად გავიარეთ წინასაჩემპიონატო სამზადისი. კმაყოფილები ვართ.

დაასახელეთ 3 გუნდი, რომელთაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვთ.

ინა ჭკუასელი: ჩემი აზრით, ჩემპიონატი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი იქნება. ყველა გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ განსაკუთრებით სერბეთსა და შვეიცარიას გამოვყოფ.

U17 ნაკრების მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

კომენტარები

ბოლო ამბები