Thumbnail

ბოდიშს და ფულს ითხოვს - ისრაელ ფოლაუმ რაგბის კავშირს და კლუბს უჩივლა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ისრაელ ფოლაუმ სასამართლოს მიმართა
  • ავსტრალიელი ბოდიშს და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

ავსტრალიის ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ისრაელ ფოლაუმ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული უპატივცემულო განცხადებების გამო ნაკრებიდან მოკვეთეს, სპონსორებმა კი კონტრაქტი გაუწყვიტეს, ავსტრალიის რაგბის კავშირს და კლუბ ვარატასს სასამართლოში უჩივლა. მან ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რაგბის კავშირთან და კლუბთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

30 წლის ფოლაუ ბოდიშის მოხდას, ფინანსური ზარალის ანაზღაურებას და კლუბსა და ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ფოლაუ ავსტრალიის ნაკრებიდან მას მერე მოკვეთეს, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ “ლოთებს, ჰომოსექსუალებს, მოღალატეებს, მატყუარებს, მეძავებს, ქურდებს, ათეისტებსა და კერპთაყვანისმცემლებს ჯოჯოხეთი ელოდებათ და მათი გადარჩენა მხოლოდ ღმერთს შეუძლია”.

ფოლაუ უპატივცემულო შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებდა, კონტრაქტის გაწყვეტამდე ის რამდენჯერმე გააფრთხილეს. ნაკრებიდან და კლუბიდან მოკვეთის შემდეგ, მას კარიერის ნაადრევად დასრულების საფრთხე ემუქრება.

ფოლაუსა და ავსტრალიის რაგბის კავშირს შორის ბოლო მოლაპარაკებები ივნისში გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები