Thumbnail
  • 1 აგვისტო | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო თბილისი v გაბალა
  • გაბალას მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

1 აგვისტოს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში თბილისის დინამო აზერბაიჯანულ გაბალას დაუპირისპირდება. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი თბილისურ კლუბს 2:0 აქვს მოგებული.

გაბალამ წინასამატჩო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელის სანან გურბანოვმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

სანან გურბანოვი: გუნდში ორი ქართველი გვყავს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ვოლკოვი დიდი ხანია ჩვენთან თამაშობს, გიგაური კი ერთი თვეა, რაც ჩვენი გუნდის წევრია.

დინამო ფიზიკურად კარგ ფორმაშია, რადგანაც ახლაც თამაშობს ჩემპიონატში. ჩვენ ახალი მოთამაშეები გვყავს და შეთამაშებისთვის საკმარისი დრო არ გვქონდა. გვსურს, რომ თამაში აუცილებლად მოვიგოთ.

დინამოს შემადგენლობიდან შენგელიას და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გამოვარჩევდი. ხვალ ბევრს შევუტევთ და აგრესიულად ვითამაშებთ. მხოლოდ ორი მოთამაშის შეცვლას ვაპირებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები