Thumbnail
  • 1966 წელს ინგლისმა უემბლიზე ჩემპიონობა იზეიმა
  • სერ ჯეფრი ჰერსტის ჰეთ-თრიკმა ბრიტანელებს ნიკეს თასი მოაპოვებინა...

1966 წელს ალფ რამსის ინგლისის ნაკრებმა უემბლიზე ფინალში დასავლეთ გერმანია 4:2 დაამარცხა. შეხვედრაში ვესტ ჰემის ჯეფრი ჰერსტმა ჰეთ-თრიკი გაიტანა - ასეთი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ მუნდიალის ფინალში არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

თუმცა ჰერსტის 3 გოლიდან ერთ-ერთს, ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრები 'ფანტომ გოლის' სახელით იცნობენ. გადაკვეთა თუ არა კარის ხაზი ბურთმა, ამაზე დღემდე მსჯელობენ, თუმცა როგორც მისი მეწყვილე და ინგლისის ჩემპიონატის გოლეადორი - როჯერ ჰანტი იხსენებს ის კართან ახლოს იდგა და ყველაფერი დაინახა.

"ლივერპულის ფორვარდი ვიყავი, 285 გოლი მაქვს გატანილი, და როგორ ფიქრობთ, რომ არ დამენახა ხაზის გადაკვეთის მომენტი, აღსანიშნავად გავიქცეოდი? არ დავამატებდი ჩემ წინ დაგდებულ ბურთს?" - ამბობდა ჰანტი, თუმცა მისი სიტყვები გერმანელი ფანების ტოფიკ ბახრამოვისადმი სიძულვილს 53 წლის შემდეგაც კი ვერ ანეიტრალებს.

კომენტარები

ბოლო ამბები