Thumbnail

ბორჯომი-ბაკურიანი 2025 - საქართველოს ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა სურს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საქართველო 2025 წლის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს
  • ფესტივალი ბორჯომსა და ბაკურიანში უნდა გაიმართოს

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა, რომ საქართველო 2025 წელს ზამთრის მე-17 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს - განაცხადის მიხედვით, ფესტივალს ბორჯომ-ბაკურიანმა უნდა უმასპინძლოს. 

სეოკ-ის ადმინისტრაციას დაევალა დროულად შეაგროვოს ყველა დოკუმენტაცია, რომ განაცხადი სოკ-ს წარედგინოს. აღმასკომის სხდომას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი თბილისში

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ერთხელ უკვე უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ეს 2015 წელს თბილისში მოხდა. ზაფხულის ფესტივალზე ევროპის 50 ქვეყანა მონაწილეობდა სპორტის 9 სახეობაში. საქართველომ იმ ფესტივალზე 4 ოქრო და 6 ბრინჯაო მოიპოვა. 

უახლოესი ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი ფინეთის ქალაქ ვუოკატიში 2021 წლის თებერვალში გაიმართება. 2023 წელს კი ზამთრის ფესტივალს უკვე იტალია (ფრიული-ვენეცია ჯულია) უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები