Thumbnail
  • საქართველო 79:87 ჩრდილოეთ მაკედონია
  • უკრაინა და საქართველო მეოთხედფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ

30 ივლისს 18-წლამდელთა ევრობასკეტზე (B დივიზიონი) B ჯგუფის მნიშვნელოვან თამაშში ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები შეხვდებიან. 6-გუნდიანი ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი გადის 1/4 ფინალში და შესაბამისად, აგრძელებს ელიტის საგზურისთვის ბრძოლას. საქართველო და უკრაინა კი მე-2 ადგილისთვის იბრძვიან (2-1 ბალანსი ორივე გუნდს). 

ჯგუფში ლიდერი კი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია (3-0), რომელმაც გუშინ საქართველოს ნაკრები 87:79 დაამარცხა. 

მაკედონიელებთან მატჩში საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 19 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. 20 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა ლაშა მიქელაძემ. არ უთამაშია 216 სმ სიმაღლის ცენტრ საბა გიგიბერიას. 

ქართველებმა 18 წლის ფორვარდი ანდრეი იაკიმოვსკი ვერ გააჩერეს, ვინც 33 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, თანაც ისე, რომ ბურთი არ დაუკარგავს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს 31 ივლისს ირლანდიის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები