Thumbnail

‘ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება!’ - მათეუსმა მემკვიდრე დაასახელა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოთარ მათეუსის აზრით, კაი ჰავერტცს უდიდესი მომავალი აქვს
  • 20 წლის ნახევარმცველს ბაიერნში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ

გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო ქვეყანაა, მაგრამ გახსოვთ, როდის გახდა გერმანელი ფეხბურთელი ბოლოს წლის საუკეთესო მოთამაშე?

ლოთარ მათეუსი ოქროს ბურთით - 1990 წელი

‘ოქროს ბურთი’ გერმანელებიდან ბოლოს მათიას ზამერმა მოიგო (1996), მანამდე კი ლოთარ მათეუსმა (1990). ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კი გერმანელებიდან ბოლოს მათეუსი გახდა (1991 წელს).

გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა ‘კიკერთან’ ინტერვიუში გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავებზე ისაუბრა და ყველაზე მეტად ლევერკუზენის ახალგაზრდა ნახევარმცველი, კაი ჰავერტცი შეაქო.

“ჩემთვის, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გერმანიაში სწორედ ჰავერტცი იყო. თუ ეს ბიჭი ასე გააგრძელებს, ნამდვილად გახდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი,” - განაცხადა 58 წლის მათეუსმა.

ლოთარის აზრით, 20 წლის ჰავერტცმა ლევერკუზენში დარჩენით სწორი გადაწყვეტილება მიიღო: “ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, პროგრესს განაგრძობს და გაისად შეუძლია, რომელიმე დიდ გუნდში გადავიდეს. მან უკვე დაამტკიცა, რა შეუძლია. კაი ძალიან ჭკვიანი ბიჭია!”

შეგახსენებთ, რომ ‘კიკერის’ ტრადიციულ გამოკითხვაში სპორტულ ჟურნალისტთა შორის, დორტმუნდის ბორუსიას ლიდერმა მარკო როისმა გაიმარჯვა და გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მეორე ადგილზე კი სწორედ კაი ჰავერტცი გავიდა.

კაი ჰავერტცი გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია

კაი ჰავერტცს ლევერკუზენთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, წელს კლუბის შეცვლაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ‘ფარმაცევტებში’ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს, გაისად კი კარიერას რომელიმე გრანდში გააგრძელებს. გერმანული სპორტული მედია მას მიუნხენის ბაიერნში გადასვლას უწინასწარმეტყველებს.

კომენტარები

ბოლო ამბები