Thumbnail
  • ბასკონიამ ცრვენა ზვეზდას 103:84 მოუგო.
  • თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 11 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ევროლიგის 21-ე ტურში ბასკონიამ ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულის სხვაობით დაამარცხა ცრვენა ზვეზდა - 103:84. 

თორნიკე შენგელიამ ამ მატჩში 24 ქუთში 11 ქულა ჩააგდო. იგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში. 11 ქულის გარდა მის ანგარიშზე 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაა.

ბასკონია 10 მოგებითა და 11 წაგებით ევროლიგაზე მე-9 ადგილზეა და პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. 8 თებერვალს ბასკონია ათენში პანათინაიკოსს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები