Thumbnail

‘მადლობა ყველას!’ - ბასილაშვილმა გულშემატკივრებს ქართულად მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი ფინალის შემდეგ
  • ქართველმა ჩემპიონმა ინტერვიუ ქართული და გერმანული მადლობებით დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობა (წელს ევროპის ღია პირველობა) ზედიზედ მეორედ მოიგო და ტიტული შეინარჩუნა. ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვის დამარცხების (7:5, 4:6, 6:3) შემდეგ, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, როთენბაუმის ცენტრალურ კორტზე ტრადიციული ინტერვიუ მისცა.

'ნახევარფინალში ურთულესი მატჩი მქონდა ალექსანდერ ზვერევთან, მაგრამ ფინალისთვის მზად ვიყავი!'

“ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხე ამ ტურნირის მოგება. ნახევარფინალში ურთულესი მატჩი მქონდა ალექსანდერ ზვერევთან, მაგრამ ფინალისთვის მზად ვიყავი. დიდი მადლობა სპონსორებს, ორგანიზატორებს და, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ჩემს მწვრთნელს, იანს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჰამბურგის პუბლიკას, რადგან მთელი ტურნირის განმავლობაში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს საქართველოდან,” - განაცხადა ბასილაშვილმა და ქომაგებს კორტიდან ქართულად მიმართა: “დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გულშემატკივრობისთვის!”

კითხვაზე, ისწავლა თუ არა ამასობაში გერმანული ენაც, ნიკამ ჰამბურგის პუბლიკას მადლობა გერმანულადაც გადაუხადა. მის ‘დანკე შონს’ კორტზე აპლოდისმენტები მოჰყვა.

📺 ვიდეო: ბასილაშვილის ინტერვიუ ფინალის შემდეგ

 

კომენტარები

ბოლო ამბები