Thumbnail

უდიდესი სენსაცია! საქართველომ წყალბურთში ხორვატიას მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 11:10 ხორვატია
  • საქართველო მე-5 ადგილისთვის მატჩში სერბეთს დაუპირისპირდება

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა წყალბურთელებმა ხორვატებს დაძაბულ ბრძოლაში ერთბურთიანი უპირატესობით, 11:10 მოუგეს და ახლა მე-5 ადგილისთვის შეხვედრაში სერბეთს დაუპირისპირდებიან.

სამწუხაროდ, ჩვენი ნაკრები მეოთხედფინალში დამარცხდა. ქართველებმა ბერძნებთან 10:12 წააგეს და სწორედ ამის გამო, მათ მე-5 ადგილისთვის მოუწიათ ბრძოლის გაგრძელება. სერბეთთან დამარცხების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატს მე-6 ადგილზე დაასრულებს.

📢📢📢საქართველო 🇬🇪 11 - 10 ხორვატია 🇭🇷 #u15 #waterpologeorgia 💪💪💪💪

Posted by საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია/Aquatic Sports Federation on შაბათი, 27 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები