Thumbnail
  • 📅 27 ივლისი | ⌚ 15:30 | 🎾 ბასილაშვილი V ზვერევი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • მეორე ნახევარფინალი: ანდრეი რუბლევი V პაბლო კარენო-ბუსტა

27 ივლისს ჰამბურგში ევროპის ღია პირველობის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-4 ნომრად არის განთესილი, მე-2 ნომრად განთესილ ალექსანდერ ზვერევს შეხვდება. ეს მატჩი ცენტრალურ კორტზე 15:30-ზე დაიწყება.

1/4 ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან იოლად, ორ წრეში დაამარცხა ფრანგი ჟერემი შარდი. აი, ჰამბურგელ ზვერევს კი ძალიან გაუჭირდა ფილიპ კრაინოვიჩთან, სერბს ორი ჩაგდება აშორებდა ნახევარფინალთან, მაგრამ მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა საოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზა და მეტოქე სამ სეტში დაამარცხა. 

ბასილაშვილი 0:2 ზვერევი

ATP ტურზე ბასილაშვილი ორჯერ შეხვდა ზვერევს და ორჯერვე დამარცხდა - 2015 წელს მარსელის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკამ 6:7 (5:7), 3:6 წააგო. 2018 წელს ქართველი და გერმანელი ერთმანეთს შანხაის (ჩინეთი) ტურნირის 1/16 ფინალში შეხვდნენ - 5:7, 4:6

ბასილაშვილი V TOP 10

ნიკოლოზ ბასილაშვილი ახლა მე-16 ჩოგანია და ეს მისი კარიერის მიღწევაა. მატჩის ფავორიტი ზვერევია. ვნახოთ, როგორ უმკლავდება ნიკა ტოპ ათეულის ჩოგბურთელებს. 

კარიერაში მან სულ სამჯერ მოახერხა ასეთი მეტოქის დამარცხება. პირველად ეს 2016 წელს მოხდა, როცა ქართველმა ვენის ღია პირველობაზე პირველ წრეში ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა - 6:4, 6:7, 7:5. მაშინ ნიკა 107-ე ჩოგანი იყო, ბერდიხი კი - მე-10.

2017 წელს სოფიაში, მე-2 წრეში ბასილაშვილმა დომინიკ ტიმს მოუგო - 6:4, 6:4. ქართველი 87-ე პოზიციაზე იყო, ხოლო ავსტრიელი - მერვეზე. 

2018 წელს, პეკინში, ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა - 6:4, 6:4. ეს ნიკას კარიერის უდიდესი მოგება იყო, გარდა იმისა, რომ მან ATP 500-ის ტურნირი მოიგო, კარიერაში პირველად დაამარცხა მსოფლიოს მე-4 ჩოგანი. 

ფინალში გასვლა ძალიან სჭირდება

ნახევარფინალში გასვლით, ქართველმა 520 ქულიდან 180 დაიცვა. ნიკას მიმდინარე რეიტინგში 1 655 ქულა გაუხდა. ის 22-ე პოზიციაზეა. 

თუ ბასილაშვილი ზვერევს დაამარცხებს და ფინალში გავა, მას 1 775 ქულა ექნება და მიმდინარე რეიტინგში მე-18 საფეხურზე გადავა. ტურნირის მოგების შემთხვევაში, 1 975 მსოფლიოს მე-16 ჩოგნის პოზიციას შეინარჩუნებს. 

რაც შეეხება საპრიზო ფონდს - ბასილაშვილმა უკვე გამოიმუშავა €89 925. თუ ფინალში გავა მისი საპრიზო მონაგარი €178 220 იქნება. ევროპის ღიას ჩემპიონი კი €354 845-ს მიიღებს.  

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები