Thumbnail

'სამი დუელი იან დე ვიტთან' - ბასილაშვილი ჰამბურგში იგებს და ერთობა

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მწვრთნელი ჰამბურგში ერთობიან
  • ქართველი ჩოგბურთელი ევროპის ღია პირველობის ნახევარფინალში მეტოქეს ელოდება

ჰამბურგში მიმდინარე ევროპის ღია პირველობის (ATP 500. საპრიზო ფონდი €1 718 170 ) III წრეში მოქმედმა ჩემპიონმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (16) ფრანგი ჟერემი შარდი (77) ორ სეტში დაამარცხა 6:2, 6:3 და 1/2-ფინალში გავიდა.

ორიოდე დღის წინათ, ATP-ის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში 27 წლის ქართველმა განაცხადა, რომ სულ არ გრძნობს დაძაბულობას იმის გამო, რომ ტიტული აქვს დასაცავი. როგორც ჩანს, მართლაც ასეა - ტურნირის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნდა, თუ როგორ ერთობა ბასილაშვილი თავის გერმანელ მწვრთნელ იან დე ვიტთან ერთად. მას შარდისთან თამაშამდე სამი დუელი ჰქონდა დე ვიტთან, მათ ერთად დარტსი, მაგიდის ჩოგბურთი და მაგიდის ფეხბურთი ითამაშეს. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წელს ჰამბურგში კარიერის პირველი ტურნირი მოიგო ATP-ის ტურზე და ახლა 520 ქულა აქვს დასაცავი. 

კომენტარები

ბოლო ამბები