Thumbnail
  • მადრიდის რეალის ნახევარმცველი იჯარით ერთ სეზონს არსენალში გაატარებს
  • 22 წლის ფეხბურთელი ლონდონელთა ღირსებას 8-ნომრიანი მაისურით დაიცავს

მადრიდის რეალის ნახევარმცველი დანიელ სებალიოსი კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაცხადა. 22 წლის ესპანელი ფეხბურთელი "მეთოფეებს" იჯარის წესით შეურთდა და მის ღირსებას ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს.

დანი სებალიოსი არსენალში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"აღფრთოვანებული ვართ, რომ დანი შემოგვიერთდა. ის ნიჭიერი და კრეატიული ფეხბურთელია ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობით", - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ.

დანი სებალიოსი მადრიდის რეალში 2017 წლის ზაფხულში, ბეტისიდან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 16,5 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის 23 მატჩში (13 სასტარტო შემადგენლობაში) ითამაშა და 3 გოლით გამოირჩა. 

ნახევარმცველს სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, transfermarkt მის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 30 მილიონ ევროს ასახელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები