Thumbnail
  • 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1 500 დოლარი გაძევებისთვის
  • მესის გამონათქვამებზე კონმებოლს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი

სამხრეთამერიკული ფეხბურთის ორგანიზაცია კონმებოლმა ლიონელ მესი მე-3 ადგილის მატჩში გაძევებისთვის ლიონელ მესი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, ლეო ასევე 1 500 დოლარს გადაიხდის. 

ბარსელონას ვარსკვლავისთვის ეს ჯარიმა კომიკურია, რადგან, ალბათ, ბარსელონაში ამდენ თანხას რამდენიმე წამში გამოიმუშავებს (მესი კვირაში დაახლოებით მილიონ ევროს იღებს). 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მინიმალური სასჯელია იმის გათვალისწინებით, რომ ლეომ ჩილესთან თამაშში წითელი ბარათი მიიღო. ასე რომ, ლეო მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს გამოტოვებს. 

სხვათა შორის, კონმებოლს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დასჯის თუ არა მესის, მატჩის შემდეგ გაკეთებული მწვავე განცხადებებისთვის, მაშინ ლეომ ორგანიზაცია კორუფციაში დაადანაშაულა. კონმებოლმა მაშინვე გააკეთა განცხადება, რომ მესის გამონათქვამები მიუღებელია.

ახლახან არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ მესის სახელით კონმებოლს მოუბოდიშა, თუმცა ჯერჯერობით, უცნობია უშველის თუ არა ეს ბარსელონას 32 წლის ვარსკვლავს. კონმებოლის წესებით, ფეხბურთელის მაქსიმალური სასჯელი 24-თვიანი დისკვალიფიკაციაა.  

კომენტარები

ბოლო ამბები