Thumbnail
  • გიორგი ჭიაბრიშვილი გულშემატკივარს ზაგრებში ბრძოლას ჰპირდება
  • საბურთალოს მწვრთნელი თავისი ფეხბურთელების თამაშს დადებითად აფასებს

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა. თბილისის საბურთალომ ზაგრების დინამოს უმასპინძლა, მატჩი კი სტუმართა გამარჯვებით, 0:2 დასრულდა. არადა, თამაშის მიხედვით, საბურთალოს შეეძლო არ წაეგო ეს შეხვედრა.

მატჩის შემდეგ, საბურთალოს მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ კლუბი ზაგრებში ბოლომდე იბრძოლებს. მეტოქეზე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზაგრების დინამო მაღალი კლასის გუნდია.

გიორგი ჭიაბრიშვილი: უპირველეს ყოვლისა, საბურთალომ კარგად ითამაშა. ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით. მომენტები აუცილებლად გადასახედია. უბრალოდ, ჩემი მხრიდან მსაჯზე საუბარი არაკორექტულია.

ზაგრების დინამო ბევრად გამოცდილი გუნდია. ელოდებოდნენ თავის შანსებს და გამოიყენეს კიდეც. ჩვენ რომ გოლი გაგვეტანა, შესაძლოა, იმხელა ემოციური მუხტი მიგვეღო, რომ თამაშიც მოგვეგო და ყველაფერი სხვა სცენარით წასულიყო.

ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ხორვატები თავიდანვე ფავორიტები იყვნენ. თამაშის დროს, ალბათ შეატყეთ, რომ ჩვენი რამდენიმე ფეხბურთელი დაიღალა.

საბურთალო ახალგაზრდული გუნდია და გამოცდილება აკლია. გარკვეულმა მომენტებმა და წვიმამ თავისი გავლენა იქონია. ცოტა მეტი გამართლება რომ გვქონოდა, ამ თამაშს მოვიგებდით. ყველაფერს დრო სჭირდება და მოთმინება. ზაგრებში მოსაგებად ჩავალთ და მცდელობას არ დავაკლებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები