Thumbnail

'მაშინ ზიდანი ბეილის გამო წავიდა' - უცნობი ამბავი რეალის ყოფილი ბოსისგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის ყოფილმა პრეზიდენტმა გუნდში გარეთ ბეილის მდგომარეობაზე ილაპარაკა
  • რამონ კალდერონმა რეალიდან ზიდანის წასვლის ნამდვილი მიზეზი დაასახელა

მადრიდის რეალის ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა გუნდში გარეთ ბეილთან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრა. დიდი ალბათობით, უელსელი მადრიდს უალოეს დღეებში დატოვებს და ამის შესახებ რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უკვე განაცხადა.
 
"ეს ვითარება მიუღებელია ყველასთვის - ფეხბურთელისთვისაც, მწვრთნელისთვისაც და კლუბისთვისაც. ზიდანმა მასზე უარი დიდი ხნის წინ თქვა. თავის დროზე ზიდანს რონალდოს შენარჩუნება და ბეილის გაყიდვა სურდა, მაგრამ პრეზიდენტმა მისი რჩევა არ გაიზიარა და სწორედ ამიტომ, ზიდანმა 2018 წლის მაისში კლუბი დატოვა. როდესაც ფრანგი დაბრუნდა, მას დაპირდნენ, რომ ბეილი მალე იქ აღარ იქნებოდა.

რამონ კალდერონი სამეფო კლუბის პრეზიდენტი 2006/09 წლებში იყო

სიმართლე ისაა, რომ ბეილის თაობაზე არავითარი წინადადება არ შემოსულა. ეს კიდევ ერთი პრობლემაა. საუბრობენ ჩინურ კლუბებზე, მაგრამ იქ არის ტრანსფერების წესთან დაკავშირებული წესი, რომლის თანახმად, კლუბმა იმდენივე ადგილობრივ ფედერაციას უნდა გადაუხადოს.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იჯარა იქნებოდა, მაგრამ არავის სურს ამის გაკეთება", - აცხადებს 68 წლის რამონ კალდერონი. 

გარეთ ბეილი მადრიდის რეალის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. 30 წლის უელსელი გარემარბის კონტრაქტი კიდევ სამი სეზონი მოქმედებს, სადაც ხელფასად წლიური 17 მილიონი ევროა გათვალისწინებული. 

47 წლის ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს სათავეში ხელმეორედ 2019 წლის გაზაფხულზე ჩაუდგა. მანამდე ფრანგი სპეციალისტი გუნდს 2016-18 წლებში წვრთნიდა და კლუბს ლა ლიგასთან ერთად (2016/17 წლების სეზონი), ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები