Thumbnail

დიმიტრი პაიემ თანაგუნდელს ტუჩებში აკოცა და მერე მისი პასით გაიტანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მარსელის ოლიმპიკის ნახევარმცველმა დიმიტრი პაიემ, ბორდოსთან ტესტ-მატჩის წინ, მოედანზე გასვლამდე, მოულოდნელად, თანაგუნდელ ბუნა სარს ტუჩებში აკოცა. ეს უკანასკნელი გაოცებული იყო და თანაგუნდელებს ანიშნებდა, ნახეთ, რა გააკეთაო.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დროს, პაიემ გოლი სწორედ ბუნა სარის პასით გაიტანა - მარსელმა თამაში 2:1 მოიგო.

თამაშის შემდეგ, დიმიტრი პაიემ ინსტაგრამზე კოცნისა და გოლის ვიდეო გამოაქვეყნა - რომანტიკული მუსიკით და პოსტს დააწერა: ‘👉🏽👈🏽 ურთიერთობა 😘’

კომენტარები

ბოლო ამბები