Thumbnail
  • ვაკო ყაზაიშვილი საოცარ ფორმაში შევიდა
  • ქართველი ფეხბურთელი MLS-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ MLS-ის მე-20 ტურში ვანკუვერს 3:1 მოუგო. ყაზაიშვილმა MLS-ის მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი გაიტანა.

MLS-მა ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ვაკოც მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი ლიგის სიმბოლურ გუნდში მეოთხედ დაასახელეს. ვაკოსთან ერთად სიმბოლურ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩიც მოხვდა, რომელმაც კალიფორნიულ დერბიში ლოს ანჯელესს 3 გოლი გაუტანა.

ქართველების სან ხოსეს 34 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მათი მომდევნო მეტოქე კოლორადო რაპიდსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები