Thumbnail

ოქროს გარეშე - მოჭიდავეების 6 მედალი ოლიმპიურ ფესტივალზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში იმართება
  • ქართველმა მოჭიდავეებმა ორ დღეში 6 მედალი მოიპოვეს

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე 6 მედალი მოიპოვა: 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. 3 მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზეა, ხოლო 3 მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მხრიდან მედლები ხვიჩა აბულაძემ (48კგ - ვერცხლი), რომეო ბერიძე (55კგ - ვერცხლი), ნიკა ბროლაძე (60კგ - ბრინჯაო). რომეო ბერიძემ ფინალი ბელორუს გლებ მაკარანკასთან დათმო. ხვიჩა აბულაძემ ფინალი მასპინძელ გურბანოვთან დათმო, ხოლო ბროლაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა თურქ მოჭიდავეს მოუგო.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მხრიდან მედლები ნიკოლოზ სანთელაძემ (45კგ - ვერცხლი), ლუკა გუგეშაშვილი (48კგ - ვერცხლი), დავით აბდალაძე (60კგ - ბრინჯაო) მოიპოვეს.

სანთელაძემ ფინალი მასპინძელ მურად ჰაგვერდიევთან დათმო. გუგეშაშვილმა ოქროს მედლისთვის ბრძოლა რუს მაგომედინ ბეკბულატოვთან დათმო, ხოლო აბდალაძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრა პოლონელ სობოლევსკის 10:4 მოუგო.

საქართველოს ნაკრები 6 მედლით საერთო ჩათვლაში მე-9 ადგილს იკავებს. ხვალ მე-3 საჭიდაო დღეა, რითიც ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები