Thumbnail

კარასკო გახსოვთ? ჩინეთში თამაშობს და გოლები კუთხურიდან გააქვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტიანძინ ტედა 3:3 დალიან იფანი
  • კარასკომ კუთხურიდან გაიტანა და დუბლი შეასრულა
  • ბელგიელი ჩინეთის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა

ჩინეთის სუპერლიგის მე-19 ტურში იან ფერეირა კარასკოს დალიან იფანმა ტიანძინ ტედასთან ფრედ, 3:3 ითამაშა. ბელგიელმა ფეხბურთელმა მატჩში დუბლი შეასრულა.

კარასკომ 26-ე წუთზე ანგარიში კუთხურიდან ჩახვეული გოლით გახსნა. ბელგიელმა ბურთი კარისკენ გაუშვა და იან ქიპენმა ტიანძინ ტედა ვერ გადაარჩინა. კარასკოს ჩინეთის სუპერლიგაში 13 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა.

იან ფერეირა კარასკოს გოლი ტიანძინ ტედასთან

კარასკომ ჩინეთის სუპერლიგაში კუთხურიდან ჩაახვია

Posted by Silk Sport on კვირა, 21 ივლისი, 2019

დალიან იფანს ესპანელი რაფაელ ბენიტესი წვრთნის, რომელმაც ნიუკასლიდან ჩინეთში სალომონ რონდონი გადაიყვანა. ბენიტესმა ვენესუელელი ფეხბურთელი სადებიუტო მატჩში ცვლილებაზე შეიყვანა და რონდონმა 84-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

სოლომონ რონდონის პირველი გოლი ჩინეთის სუპერლიგაში

სოლომონ რონდონის პირველი გოლი ჩინეთის სუპერლიგაში რაფაელ ბენიტესმა რონდონი დალიან იფანში წაიყვანა

Posted by Silk Sport on კვირა, 21 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები