Thumbnail
  • მოსკოვის დინამო 0:1 რუბინი
  • კვარაცხელიას შემდეგ, რუბინს ქულები ბექა მიქელთაძემ მოუტანა

რუსეთის ჩემპიონატის მეორე ტურში ქართველების რუბინი მოსკოვის დინამოს ესტუმრა და ბექა მიქელთაძის მიერ 95-ე წუთზე გატანილი გოლით 3 ქულა მოიპოვა. ყაზანელები 36-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ. რუბინის შემადგენლობაში სამივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა.

მიქელთაძე მინდორზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, ხოლო წინა ტურში მოსკოვის ლოკომოტივთან ბოლო წუთზე გოლის გამტანი ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ზურიკო დავითაშვილის ნაცვლად შევიდა.

რუბინს 4 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. ქართველების გუნდი მომდევნო ტურში გროზნოს ახმატს უმასპინძლებს. შეხვედრა 29 ივლისს გაიმართება.

რუსეთის პრემიერლიგის ორ ტურში 4 ქართული გოლი გასული. თავი ხვიჩა კვარაცხელია, გია გრიგალავამ, ჯიმი ტაბიძემ და ბექა მიქელთაძემ გამოიჩინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები