Thumbnail

შორი გზა და სიცხე აფიქრებს - აბერდინის მწვრთნელმა ჩიხურა თვითმფრინავში შეისწავლა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩიხურას მეტოქე აბერდინია
  • აბერდინის თავკაცი დერეკ მაკინესი მეტოქეზე

25 ივლისს საჩხერის ჩიხურა "დინამო არენაზე" შოტლანდიურ აბერდინს ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უმასპინძლებს. აბერდინის მწვრთნელი დერეკ მაკინესი აცხადებს, რომ ქართული კლუბი კარგად ჰყავთ შესწავლული. 

მას მერე, რაც აბერდინმა წინა წრეში როვანიემი გააგდო, მაკინესმა ჩიხურას შესწავლა ფინეთიდან შოტლანდიისკენ გაფრენილ თვითმფრინავში დაიწყო - მან ფოლა ეშისა და ჩიხურას თამაშს ბორტზე უყურა. 

"ქართველების ორივე თამაშის რეპორტაჟი ვნახეთ და ახლა უფრო დეტალურად შევისწავლით მათ. ფოლა ეშთან ორივე თამაშს ჩვენი სკაუტი აკვირდებოდა. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ჩიხურაზე", განუცხადა მან "ივნინგ ექსპრესს".

შოტლანდიელებს მეტოქეზე მეტად ორი რამ აღელვებთ - მომქანცველი მგზავრობა - 6-საათიანი რეისი თბილისში და თბილისური სიცხე.

"მზად უნდა ვიყოთ, რთული გამოცდისთვის, რაც ლოჯისტიკური პრობლემებით არის გამოწვეული - დიდხანს უნდა ვიფრინოთ; ასევე თბილისში სიცხესაც უნდა შევეგუოთ. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ისეთ შედეგს მივაღწევთ, რომ საპასუხო მატჩში შევძლებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას. 

აბერდინს უკვე შეუძლია ფუნსო ოჯოს დახმარება, ახალწვეულ ნახევარმცველს მეორე ეტაპზე თამაშის უფლება აქვს. "ოჯოსთან ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით ნახევარდაცვაში", - აცხადებს აბერდინის მწვრთნელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები