Thumbnail

სენსაცია პოლონეთში! საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა ინგლისს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისი 12:21 საქართველო
  • რევაზ ხარაზიშვილის დუბლი და ბექა წიკლაურის ლელო

საქართველოს ეროვნულმა 7-კაცა ნაკრებმა პოლონეთში, ლოძში ევროპის გრან პრის მეორე, დასკვნითი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. მათ პირველივე შეხვედრაში დიდი სენსაცია დააფიქსირეს და ინგლისის ნაკრები 9 ქულით, 21:12 დაამარცხეს.

მატჩის პირველო ლელო რევაზ ხარაზიშვილმა დადო, რის შემდეგაც ინგლისელებმა საქართველოს 2 ლელოთი უპასუხეს, მაგრამ ხარაზიშვილის დუბლითა და ბექა წიკლაურის მიერ ბოლო წამზე დადებული ლელოთი საქართველომ ინგლისის დამარცხება მოახერხა.

ქართველების მომდევნო მეტოქეები გერმანიისა და რუსეთის ნაკრებები იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ინგლისმა ერთი თვით ადრე 7-კაცა ნაკრებს 59:5 მოუგო.

7-კაცა | ინგლისი 12:21 საქართველო

7-კაცა | ინგლისი 12:21 საქართველო 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 20 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები