Thumbnail

U20 | საქართველო მეოთხედფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

  • საქართველო 85:96 პორტუგალია
  • ქართველი კალათბურთელები ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონის პლეი ოფის ეტაპზე პორტუგალიასთან ითამაშა და 11 ქულით, 85:96 წააგო. მილოშ გრიგოლიევიჩის პირველი პერიოდი მოიგო, ხოლო დანარჩენ მეოთხედებში თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა და მატჩიც დათმო.

პორტუგალიელთა მე-10 ნომერს, ნეემიას კეტას სამმაგ დუბლამდე 4 გადაცემა დააკლდა. მან 26 ქულა, 14 მოხსნა და 6 გადაცემა დააგროვა. ქართველთა მხრიდან საუკეთესო ქულებში რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, რასაც 6 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

ზურაბ ჟღენტისა და ნიკოლოზ მეცხვარიშვილის ანგარიშზე 14-14 ქულაა, ხოლო ლუკა მაზიაშვილმა 11 ქულა ჩააგდო. ქართველი კალათბურთელები ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ.

მეოთხედფინალში საქართველოს გარდა, ისლანდია, ჰოლანდია და ბულგარეთი დამარცხდნენ. სამწუხაროდ, 20-წლამდე ნაკრებმა A დივიზიონის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგა.

კომენტარები

ბოლო ამბები