Thumbnail

პირველი ტიტული 29 წლის შემდეგ - ალჟირი აფრიკის ერთა თასის მფლობელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ალჟირი 1:0 სენეგალი
  • 1:0 ბუნედჯა (2)

ქაიროში აფრიკის ერთა თასის ფინალი გაიმართა - ალჟირის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა სენეგალის ნაკრები და ისტორიაში მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

ეს ერთადერთი გოლი მატჩის მე-2 წუთზევე გავიდა, როცა ალ-სადის ფორვარდის, ბაღდად ბუნედჯას დარტყმული რიკოშეტით ჩაეშვა სენეგალელთა კარში. სენეგალელებს 66-ე წუთზე შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ მბაიე ნიანგმა მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა. 

ბოლო 29 წლის განმავლობაში ალჟირმა პირველი ტიტული მოიპოვა - ალჟირი 1990 წელს გახდა აფრიკის ერთა თასის ჩემპიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები