Thumbnail
  • ინდიანა პეისერსს ორი ახალი კალათბურთელი ჰყავს
  • ამით კლუბის დაკომპლექტება დასრულებულია?

ინდიანა პეისერსი ნელნელა შეივსო - გოგა ბითაძეს კიდევ ორი ახალი თანაგუნდელი ჰყავს - ჯასთინ ჰოლიდეიმ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და $4.8 მილიონს მიიღებს. აარონ ჰოლიდეის უფროსი ძმა გასულ სეზონში საშუალოდ 10.5 ქულას, 3.9 მოხსნასა და 1.8 პასს აკეთებდა. ასე რომ, პეისერსი ახალ სეზონში ორი ჰოლიდეით შეუტევს. 

ინდიანამ კონტრაქტი გაუფორმა ცენტრ ამიდა ბრიმას. ეს კონტრაქტიც 1-წლიანია, ნაწილობრივ გარანტირებული. განელი ბრუკლინ ნეტსის შემადგენლობაში თამაშობდა NBA-ს საზაფხულო ლიგაში. 

ბრიმა პარტიზანში თამაშობდა

ბრიმა, თუ საბოლოოდ მოხვდება, სეზონის განაცხადში, ნომერ მე-4 ცენტრი იქნება ინდიანაში, მაილს ტერნერის, დომანტას საბონისისა და გოგა ბითაძის შემდეგ. თუმცა უკვე ოფიციალურად ითქვა, რომ საბონისი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე დაიწყებს. ასე რომ, ბრიმას თავის გამოჩენის შანსი ექნება. 
ბრიმა ინდიანას მე-15 მოთამაშეა.

ინდიანას შემადგენლობა 2019/20 

მცველები: 3. აარონ ჰოლიდეი; 4. ვიქტორ ოლადიპო; 5. ედმონდ სამნერი; 7. მალკომ ბროგდონი; 26. ჯერემი ლემბი; 32. დევონ რიდი

ფორვარდები: 1. ტი ჯეი უორენი; 20. დაგ მაკდერმოტი; 22. ტი ჯეი ლიფი; 24. ალიზ ჯონსონი; ბრაიან ბოუენ II (ნომრის გარეშე)

ცენტრები: 11. დომანტას საბონისი; 33. მაილს ტერნერი; 88. გოგა ბითაძე; ამიდა ბრიმა (ნომრის გარეშე).

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები