Thumbnail

ჯოშუა V რუისი - რემატჩის სავარაუდო თარიღები ცნობილია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჯოშუა V რუისი ან დეკემბერში, ან ნოემბერში შედგება
  • ბრიტანელი მოკრივე ივნისში დაკარგული ქამრების დაბრუნებას ცდილობს

1 ივნისს ენტონი ჯოშუა კარიერაში პირველად - ენდი რუის უმცროსთან ნოკაუტით დამარცხდა. ჯოშუამ მალევე რემატჩი მოითხოვა, რომელიც სავარაუდოდ ან 29 ნოემბერს ნიუ იორკში გაიამრთება, ან 14 დეკემბერში კარდიფში.

ჯოშუამ რუისთან წაგებით IBF, WBA და WBO ქამრები დაკარგა, ხოლო WBC ქამარის მფლობელი ამერიკელი დეონტეი უაილდერია, რომელთან ჯოშუას ჩხუბი ვერა და ვერ შედგა, გაუთავებელი კონტრაქტზე საუბრების და სპორტულ-დისციპლინარული მიზეზების გამო.

როგორც ამბობენ რუისი ბრძოლის არიდებას ცდილობს, თუმცა ჯოშუას პრომოუტერი - ედი ჰირნი მას ლეგალური სანქციებით ემუქრება, რაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ფინანსურ ჯარიმას გულისხმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები