Thumbnail

'სიმართლემ გაიმარჯვა' - ტატიშვილს როლან გაროსზე მოპოვებული ჰონორარი დაუბრუნეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ანა ტატიშვილს საფრანგეთის ღია პირველობის სანქცია მოუხსნეს
  • ამერიკელი ჩოგბურთელის პირველი კომენტარი

თითქმის 2-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ანა ტატიშვილი კორტებს როლან გაროსზე დაუბრუნდა, სადაც პირველ წრეში ბერძენ მარია საკარისთან უშანსოდ 0:6, 1:6 დამარცხდა.

ამ ისტორიას უსიამოვნო გაგრძელება ჰქონდა - ამერიკის სახელით მოასპარეზე ქართველი ჩოგბურთელი (მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო) ზუსტად იმ თანხით დააჯარიმეს, რაც საფრანგეთის ღია პირველობაზე ასპარეზობისთვის უნდა მიეღო - 46 ათასი ევროთი. ამის მიზეზი "პროფესიონალური სტანდარტისთვის შეუსაბამო" თამაშის ჩვენებაა.

ანა ტატიშვილს კარიერის საუკეთესო პერიოდი 2012 წელს ჰქონდა, როდესაც საქართველოს სახელით WTA-ს რეიტინგში 50-ე ადგილს იკავებდა.

ტატიშვილმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აი, დიდი სლემის საბჭომ ამერიკელი ჩოგბურთელის გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო - საჯარიმო სანქცია გაუქმდა.

"საბჭომ დაადასტურა, რომ პირველიდან ბოლო გათამაშებამდე პროფესიულად ვითამაშე და დამიბრუნა ჩემი მოპოვებული ჰონორარი. მადლობა ყველას ვინც გვერდში დამიდგა. ყველაზე მეტად კი ის მახარებს, რომ დადასტურდა ჩემ პროფესიონალიზმში ეჭვი შეცდომა იყო. ასე რომ, თამამად შემიძლია კარიერის გაგრძელება", - განაცხადა ანამ. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები