Thumbnail

იურგენ კლოპის სამიზნეს ლევერკუზენი €100 მილიონად აფასებს...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • €100 მილიონი კაი ჰავერცში?
  • კლოპს წელს დიდი ტრანსფერი არ გაუკეთებია...

იურგენ კლოპმა ფანები გააფრთხილა, რომ წლვანდელი სატრანსფერო ფანჯარა გასულ წელთან შედარებით 'ჩუმი' იქნება, თუმცა გერმანელს ძვირადღირებული კანდიდატურები მაინც ჰყავს.

ერთ-ერთი ასეთი ლევერკუზენის 20 წლის შემტევი - კაი ჰავერცია, რომელმაც შარშან ბაიერის შემადგენლობაში 20 გოლის გატანა შეძლო.

ლივერპულის ყველაზე დიდი დანამტი წელს ცვოლედან გადმოყვანილი ცენტრალური მცველი - სეპ ვან დენ ბერგია, თუმცა კლუბმა შარშან ინგლისში ყველაზე მეტი - 170 მილიონი ფუნტი დახარჯა.

გუნდში ალისონი, ნაბი კეიტა, ფაბინიო, შაჩირი მოვიდნენ, რამდენიმე თვით ადრე კი კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხად დამატებული - ვირჯილ ვან დაიკი.

ლევერკუზენი გერმანელ შემტევს 100 მილიონად აფასებს, რაც 'ჩუმი' სატრანფსფერო პერიოდისთვის დიდი თანხაა, თუმცა თუ კლოპი მის ტრანსფერში დარწმუნებულია, დიდი ალბათობით ჰარვეცს ენფილდზე ვნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები