Thumbnail

FIFA 20 | EA Sports-მა პირველი 'გეიმფლეი' თრეილერი გაავრცელა

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი

EA Sports-ის მიერ ივნისის დასაწყისში FIFA 20-ის პირველი თრეილერი გამოქვეყნების შემდეგ, თამაშის გულშემატკივრებმა, როგორც იქნა, გეიმფლეი თრეილერიც იხილეს.

პირველი თრეილერი

მოკლე ვიდეოში ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორებიც რაჰიმ სტერლინგი, მოჰამედ სალაჰი, ჯეიდონ სანჩო და სხვები არიან. კლიპში ვნახეთ განახლებული მოძრაობები და თამაშის მახასიათებლები. ფანები ცვლილებებს საჯარიმოებისას, ბურთის ართმევისას, დრიბლიგისას, გოლის გატანისას და ბევრ სხვა დეტალში ელიან. საგულისხმოა, რომ FIFA 20-ის გრაფიკული მხარე ძალიან ჰგავს თამაშის წინა ვერსიის - FIFA 19-ის გრაფიკას.

გეიმფლეი თრეილერი

როგორც EA გვპირდება, მოთამაშეებს გადამწყვეტ მომენტებზე მეტი კონტროლი ექნებათ და ფეხბურთელები უფრო ბუნებრივად იმოძრავებენ. ბურთის გადაადგილების გაუმჯობესებული ფიზიკა თამაშს რეალურობას შემატებს. 

FIFA 20 PS4-ზე, Xbox One-ზე, პერსონალურ კომპიუტერზე და Nintendo Switch-ზე, 24 სექტემბერს იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები