Thumbnail
  • უეფამ ევროთასებზე გენტი დაუშვა
  • ქართველთა გუნდი რუმინულ ვიტორულს ეთამაშება

ბელგიური გენტი, რომელშიც სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, ევროთასებზე ითამაშებს! გიორგი ჩაკვეტაძის, გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ბერიძის გუნდმა ჟუპილერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროთასებზე ვერ მოხვდა, მაგრამ უეფამ ტურნირიდან მეხელენი მოკვეთა (რომელსაც ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია მატჩის ჩაწყობას ედავება), გამოთავისუფლებული ადგილი კი იეს ტორუპის გუნდს შეხვდა.

ევროპალიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გენტი რუმინულ ვოტორულს შეხვდება. პირველი თამაში 25 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გენტის ქართველებიდან გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და ნოემბრამდე მისი თამაში გამორიცხულია. 20 ივლისს გენტი ამხანაგურ მატჩში ფრანგულ რეიმსს ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები