Thumbnail

'კლუბის ხელმძღვანელებისგან კონკრეტულ პასუხებს მოვითხოვ' - კახა ჩხეტიანი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებელი გამოდგა ქუთაისის ტორპედოსთვის. ქართული გუნდი ორდაბასთან თბილისშიც დამარცხდა და გამოეთიშა ევროტურნირს. ტორპედოს მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და კლუბში არსებულ ვითარებასაც შეეხო…

კახა ჩხეტიანი (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი)

“პირველ რიგში, ვულოცავ ორდაბასს გამარჯვებას. რაც დავგეგმეთ, არ გამოვიდა. ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს და ეს მაიმედებს. რამდენიმე დღეში გუნდი არ კეთდება და ის, რაც დღეს გულშემატკივარმა იხილა, ამ ბიჭების დამსახურებაა. 

რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია. უახლოეს დღეებში, შედგება შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელებთან და მათ კონკრეტული პასუხების გაცემას მოვთხოვ. სამი დღე დასვენება გვექნება. შემდეგ გაირკვევა რა გუნდი გვეყოლება და შესაბამისად, რა მიზნებისთვის ვიბრძოლებთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები