Thumbnail

'ისტორიულ კლუბში მოვხვდი' - ქართველი ფორვარდი ბერძნულ სუპერლიგაში ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბაჩანა არაბული ბერძნული სუპერლიგის გუნდში გადავიდა
  • ქართველი ლეგიონერის პირველი კომენტარი

25 წლის ფორვარდი ბაჩანა არაბული საბერძნეთის სუპერლიგის პანიონიოსში გადავიდა. ქართველმა ლეგიონერმა ახალ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

არაბული ახალ გუნდს კარპენისიში, საწვრთნელ შეკრებაზე შეუერთდა. "მოხარული ვარ, რომ კარიერის გაგრძელება პანიონიოსში მომიწევს. ჩემთვის ეს ახალი გამოცდილებაა. მიხარია, რომ ახალ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს მალე შევუერთდები. ვიცი, რომ პანიონიოსი ისტორიული კლუბია და მეც მსურს, ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე. ვფიქრობ, კარგი სეზონი მექნება. შევეცდები, გუნდს წლეულს დასახული მიზნების შესრულებაში დავეხმარო", - განაცხადა პრეზენტაციაზე არაბულმა. 

არაბულს საქართველოში საბურთალოში, გორის დილაში, ცხინვალში, დინამო თბილისსა და სამტრედიაში უთამაშია. 2014 წელს ის ესპანურ ალკორკონში ირიცხებოდა. 2017 წელს არაბული უნგრული ბალმაზივაროშის წევრი გახდა (29 თამაში, 9 გოლი), ამ კლუბის გავარდნის შემდეგ კი პუშკაშ აკადემიაში (15 თამაში, 4 გოლი) გადავიდა. საქართველოს ნაკრებში არაბულმა 5 მატჩი ითამაშა.

პანიონიოსი ყველაზე ძველი ბერძნული კლუბია ის 1890 წელს დაარსდა იზმირში (ბერძნულად სმირნა), მაგრამ ცნობილი მოვლენების შემდეგ პანიონიოსი ათენის გარეუბან ნეა სმირნიში გადავიდა. 
2004 წელს ეს კლუბი თბილისის დინამოს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა და 5:2 მოუგო. ეს თამაში კარგა ხანს უეფას გამოძიების თემა იყო, თუმცა თამაშის ჩაწყობა ვერ დამტკიცდა. 

გასულ სეზონში პანიონიოსი მე-6 ადგილზე გავიდა ბერძნულ სუპერლიგაში. 

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები