Thumbnail

მკლავჭიდი და ბოჩა ვაჟაობაზე - აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა - ამჯერად, სოფელ ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე. პროექტი ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით და ევროპაბეთის აქტიური მხარდაჭერით შედგა.

პროექტის ფარლებში ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებში ომის ვეტერანებმა, დაჭრილმა ჯარისკაცებმა, პარასპორტსმენებმა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მიიღეს მონაწილეობა. ამჯერად, ისინი ერთმანეთს მკლავჭიდსა და ბოჩაში შეეჯიბრნენ.

ევროპაბეთის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა მონაწილეებში აღფრთოვანება გამოიწვია. აქვე აღვნიშნოთ, რომ მკლავჭიდის ტურნირი პროფესიონალმა პარამკლავჭიდელმა თენგიზ გაზდელიანმა მოიგო, რომელიც ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია.

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედიაკავშირის თავმჯდომარე)
'წლებია, რაც ვაჟაობის დღესასწაული ჩვენი ორგანიზაციის და პარტნიორების მხარდაჭერით, ინტეგრირებული გახდა. ღონისძიებაში მონაწილეობენ ომში დაჭრილი ვეტერანები, ჯარისკაცები, პარასპორტსმენები და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების პირები. წელს გვქონდა შეჯიბრი მკლავჭიდში და ასევე, პარალიმპური სპორტის სახეობაში, რომლის სახელია ბოჩა. ასევე, ჩვენთან ერთად არის სმენის არქმონე გოგონა, რომელმაც საკონცერტო ვარიაციაში მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით და ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე გამოვიდა'.

გიორგი გიორგაძე (პარამკლავჭიდელი)
‘ვისურვებდი რომ უფრო ხშირად ტარდებოდეს ასეთი ღონისძიებები. პარასპორტსმენებიც გამოცდილებას იღებენ და თან, ვერთობით. ასე რომ, მსგავსი ღონისძიებები ყველანაირად კარგია”.

გიორგი ოქროცვარიძე (ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი პარამკლავჭიდში)
‘ძალიან კარგი ღონისძიება იყო და უკეთესი იქნება თუ ხშირად გაიმართება ასეთი აქტივობები. ჩატარდა შეჯიბრი როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ პარამკლავჭიდელებს შორის, სადაც დიდი კონკურენცია იყო და დავიკავე მეორე ადგილი. მომზადებულები იყვნენ ბიჭები და საინტერესო ტურნირი გამოვიდა’.

თემო დადიანი (კაპრალ-სპეციალისტი, ევროპის ჩემპიონი პარამკლავჭიდში)
‘მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში ჩართულობა, რადგან სპორტული ცხოვრების წესი ჩვენი არჩევანია. გვინდა ადამიანებს სტიმული მივცეთ, რომ ჯანსაღი ცხორების წესს მისდიონ”.

შეჯიბრი მკლავჭიდში

პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, აქამდეც არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. შედგა ინტეგრირებული ტურნირი ბოულინგში, რომელშიც სწორედ ომის ვეტერანებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მიიღეს მონაწილეობა. ცალკე დღე დაეთმო ცხენოსნობას, სასტენდო სროლას და გოლფის ტურნირს. განსაკუთრებით საინტერესო იყო პატარა ლილოს მთაზე გამართული ღონისძიება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა პარაპლანით იფრინეს. 

წინ არანაკლებ საინტერესო გეგმებია: 30 ივლისიდან ბორჯომის სოფელ ჩითახევში საზაფხილო ბანაკი გაიხსნება და მუნიციპალიტეტების გუნდები სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ჯომარდობა, ზიპლაინი, მეკლდეურობა, პეინტბოლი, მშვილდოსნობა და კულინარიული დუელიც კი - სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებს, ომის ვეტარანებს, პარასპორტსმენებს და შშმ პირებს წინ საინტერესო თავგადასავალი ელოდებათ.

ევროპაბეთის მხარდაჭერით უკვე არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, წინ კი დიდი გეგმებია

ღონისძიებას ორგანიზებას "ახალგაზრდული მედია კავშირი" უწევს და მას ქალაქ თბილისის მერიის, კომპანიების "ევროპაბეთი" და "სოკარი" მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს გაეროს  2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები