Thumbnail

ყაზაიშვილი MLS-ში ისევ აღიარეს - ვაკო ტურის სიმბოლურში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის ტურის სიმბოლურში
  • ქართველების მწვრთნელი მატიას ალმეიდა ისევ საუკეთესოა

MLS-ის მე-19 ტურში ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ კალიფორნიულ დერბიში ლოს ანჯელეს გელექსი სტუმრად 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოუგო. ESPN-მა მატჩი ასე შეაფასა - ვაკომ სან ხოსეს გელექსისთან მოგებისას ულიდერა - მან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ყაზაიშვილს კარგი თამაში დაუფასდა და კიდევ ერთხელ მოხვდა ტურის სიმბოლურში. ქართველი ფეხბურთელი მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ორი ტურის შემდეგ კი ის მე-19 ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს.

ტურის საუკეთესო მოთამაშედ ამჯერად სოლტ ლეიკის შემტევი, ჯეფერსონ სავარინო დასახელდა, რომელმაც ფილადელფიასთან დუბლი შეასრულა. MLS-ის ტურის სიმბოლურში სულ სამი ევროპელი მოხვდა: ვაკო ყაზაიშვილი (საქართველო), ვიტო მანონე (იტალია), ვალენტინ დიომანდე (ნორვეგია).

კომენტარები

ბოლო ამბები