Thumbnail

'ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა' - ზაზა ფაჩულია ევრობასკეტზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზაზა ფაჩულია ევრობასკეტის მასპინძლობის თემას გამოეხმაურა
  • საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს ევრობასკეტზე 3-ჯერ უთამაშია

დღეს, მიუნხენში 2021 წელს დაგეგმილი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის 4 მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. საბედნიეროდ, მათ შორის არის საქართველოც. თბილისი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც კონტინენტის პირველობის ერთ ჯგუფს უმასპინძლებს. 

თბილისთან ერთად, 2021 წლის ევრობასკეტს პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (გერმანია) და მილანი (იტალია) უმასპინძლებენ. აქვე აღვნიშნოთ, რომ კანდიდატი სულ 7 იყო: ბუდაპეშტი, ტალინი და ლიუბლიანა თამაშგარეში დარჩნენ.

საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს - სრული ვიდეო

საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს - სრული ვიდეო პაატა გურასპაულის, ვლადიმერ ბოისასა და თორნიკე შენგელიას ემოციები <3 კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი წარმატებას!

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 15 ივლისი, 2019

ევრობასკეტის თბილისში ჩატარებას საქართველოს ნაკრების მოქმედი და ყოფილი კალათბურთელები გამოეხმაურნენ. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ ბედნიერია, რადგანაც საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს უმასპინძლებს. ფაჩულიას თქმით, ეს დიდი ზეიმი ქართველმა ხალხმა და საქართველომ დაიმსახურა.

კალათბურთელთა მილოცვები

ზაზა ფაჩულიას პოსტი ინსტაგრამის სთორიში

კალათბურთელთა მილოცვები

ვიქტორ სანიკიძის პოსტი ინსტაგრამის სთორიში

კალათბურთელთა მილოცვები

დუდა სანაძის მილოცვა ინსტაგრამის სთორიში

კალათბურთელთა მილოცვები

გიორგი შერმადინის პოსტი ინსტაგრამზე

კალათბურთელთა მილოცვები

ბექა ბურჯანაძის პოსტი ინსტაგრამზე

კომენტარები

ბოლო ამბები