Thumbnail

უარყოფით ბალანსამდე ერთი წაგებაა - გაგამარუს მორიგი მარცხი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ ნაგოია ბაშოზე მერვე დღის შეხვედრა წააგო
  • ქართველი სუმოისტის ბალანსი ტურნირზე - 1:7

ნაგოია ბაშოს მერვე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-8 ბრძოლა ჩაატარა და მეშვიდედ დამარცხდა.

ქართველი სუმოისტი ჯურიოს დივიზიონის მეხუთე ნომერს, სოკოკურაის დაუპირისპირდა. გაგამარუ შიტატენაგეს ილეთით დაამარცხეს. ქართველი მებრძოლი კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს.

ჯუღელის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 1:7-ზეა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები