Thumbnail

აბრეუ გაჩერებას არ აპირებს! 29-ე გუნდი ურუგვაელის კარიერაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ურუგვაელმა ფეხბურთელმა 29-ე გუნდთან კონტრაქტი გააფორმა
  • 'ელ ლოკო' სამშობლოში დაბრუნდა და ბოსტონში ითამაშებს

სებასტიან აბრეუ საფეხბურთო კარიერას აგრძელებს. მან ურუგვაული ბოსტონ რივერის მაისური უნდა მოირგოს და კარიერაში რიგით 29-ე კლუბში უნდა ითამაშოს. 43 წლის შემტევმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და ახალ კლუბში პირველი ვარჯიშიც გამართა.

'ელ ლოკო' ბოლოს ბრაზილიურ რიო ბრანკოში თამაშობდა, რის შემდეგაც სალვადორის სანტა ტეკლაში წავიდა, სადაც ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. აბრეუს კონკურენტი ლუტც პფანენშტილი იყო, რომელსაც კარიერის მანძილზე 25 კლუბში უთამაშია. პფანენშტილი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ექვსივე კონტინენტზე ჩაატარა მატჩები.

აბრეუსთვის ეს 29-ე კლუბია, მაგრამ საერთო ჯამში მას კარიერის განმავლობაში 34 ტრანსფერი დაუგროვდა.

აბრეუმ ახალ გუნდში უკვე ივარჯიშა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები