Thumbnail

'შედეგი კარგია... იგივე სტილში უნდა გავაგრძელოთ' - ფელის ვისენტე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

თბილისის დინამომ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გამართა და ანდორული ენგორდანი 6:0 გაანადგურა, ქართულმა გუნდმა პრაქტიკულად გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური, მატჩის შემდეგ კი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

ფელის ვისენტე (დინამოს მწვრთნელი)

როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, ჩვენი მიზანი ყოველი მომდევნო თამაშისთვის მომზადებაა. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ და უკვე საპასუხო მატჩზე უნდა გადავერთოთ. ვეცდებით, რომ იგივე სტილში გავაგრძელოთ. გამომდინარე ანგარიშიდან, არ არის გამორიცხული რომ საპასუხო შეხვედრაში შემადგენლობა გადავახალისოთ.

თერთმეტმეტრიანის დარტყმის სურვილი რამდენიმე ფეხბურთელმა გამოხატა. თუ არის გუნდში შტატიანი პენალტისტი?

ვისენტე: კარგია, რომ ფეხბურთელებს აქვთ პენალტის დარტყმის სურვილი და ამბიცია. შტატიანი პენალტისტი არ გვყავს. კონკრეტულ ეპიზოდში წყდება თუ ვინ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას.

რამდენად კარგად მიმდინარეობს ახალწვეულების ადაპტაციის პროცესი?

ვისენტე: ვფიქრობ, ადაპტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ახალი ფეხბურთელები ამართლებენ ჩემ მოლოდინს.

დინამოს წინ უფრო ძლიერი მეტოქე ელოდება. რა პოზიციებზე ხედავთ გუნდის გაძლიერების აუცილებლობას?

ვისენტე: სატრანსფერო ბაზარი 18 ივლისს იხურება და იქამდე შეიძლება მოთამაშეების დამატება. თუმცა, ჩემი აზრით, უკვე საკმაოდ კარგი შემადგენლობა და ძლიერი გუნდი გვყავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები