Thumbnail
  • ფოლა ეში 1:2 ჩიხურა
  • 1:0 სინანი (22-პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), 1:2 კორიფაძე (86-პენ)
  • საპასუხო მატჩი 17 ივლისს 'დინამო არენაზე' გაიმართება

უეფას ევროპალიგის I საკვალიფიკაციო წრეში საჩხერის ჩიხურა ლუქსემბურგის ფოლა ეშს შეხვდა. პირველი მატჩი ქართულმა კლუბმა სტუმრად ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. საპასუხო მატჩის წინ, ჩიხურა აშკარა ფავორიტია.

ჩიხურამ ლუქსემბურში თამაში მეორე ტაიმში შეატრიალა
📸 | ჩიხურა

22-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა პენალტი "აიკიდა", რომელიც დეივიდ სინანიმ გოლად აქცია. პირველი ტაიმი ისე დასრულდა, ჩიხურას კარში ზუსტად არ დაურტყამს.

ჩიხურამ 59-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილის გოლით გაათანაბრა.

გოოოოოოოოლ სარდალიშვილიიიი

Posted by FC Chikhura Sachkhere on ხუთშაბათი, 11 ივლისი, 2019

85-ე წუთზე დეკანოიძის წინააღმდეგ ჯარიმისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი კორიფაძემ გოლად აქცია.

გოოოოოოლ კორიფაძეეეეეე

Posted by FC Chikhura Sachkhere on ხუთშაბათი, 11 ივლისი, 2019

ფოლა ეში 1:2 ჩიხურა

გოლები: 1:0 სინანი (22-პენ), 1:1 სარდალიშვილი (59), 1:2 კორიფაძე (86-პენ)

ფოლა ეში (4-1-4-1): კაბრალი - მერში, კლაინი, ბერნარდი, საკრასი - ფრეირე - კორალი (85. ჰაჯი), მუჰარემოვიჩი, სინანი (86. უასიერო), სეიდი - კარონი (76. დრიფი)

ჩიხურა (4-4-2): ჰამზიჩი - კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე - ლეკვთაძე (75. ფანცულაია), მარკოზაშვილი, ჩიტეიშვილი, არდაზიშვილი (65. ჩიხლაძე) - დეკანოიძე (90. კაშია), სარდალიშვილი

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები